ფეხბურთი

0:52 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანკავას ისტორიული მატჩი და დასანანი მარცხი

ჩვენი ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში პირველად ქართველმა ფეხბურთელმა ევროპალიგის (წარსულში მას უეფას თასი ეწოდებოდა) ფინალში ითამაშა. სამწუხაროდ ჯაბა კანკავას "დნიპრომ" "სევილიასთან" შეხვედრაში დასანანი მარცხი იწვნია. ვარშავაში გამართული ფინალი ესპანური კლუბის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

"დნიპროს" სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ჯაბა კანკავა. ქართველი საყრდენი მატჩის მიწურულს, 85-ე წუთზე შეცვალეს. იგი უმეტესწილად დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული. ესპანურმა კლუბმა გადამწყვეტი გოლი 73-ე წუთზე გაიტანა. ამ ეპიზოდში ქართველ მოთამაშეს უკეთ თამაში მართებდა, ჯაბას არადამაჯერებელ თამაშს მოჰყვა ვიტოლოს საგოლე პასი და ბაკას გოლი. კანკავას თამაშის მხოლოდ ერთი მომენტით შეფასება არ იქნება სწორი, რადგან იგი მთელი მატჩის განმავლობაში ნაყოფიერად მონაწილეობდა მეტოქე გუნდის შეტევების შეჩერაბასა თუ ჩაშლაში, "დნიპროს" მარცხი კი მხოლოდ იმით აიხსნება, რომ "სევილია" უკრაინულ გუნდზე ძლიერი აღმოჩნდა.

მარცხის მიუხედავად ჯაბა კანკავა გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც ევროპალიგის ფინალში ითამაშა.

ლიტვის ა ლიგის მე-14 ტურში "უტენისმა" შინ 1:0 დაამარცხა "ტრაკაი," რომლის განაცხადში ბესო ამაშუკელი და ნიკა აფაქიძე მოხვდნენ. ამაშუკელი სათადარიგო იყო, აფაქიძე კი მე-80 წუთზე ჩაერთო თამაშში. ლიტვის ა ლიგაში 10 გუნდი მონაწილეობს. "ტრაკაი" 34 ქულით მეორე ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგაში "შიაულიაიმ" შინ 1:0 დაამარცხა "კრუოხა." "შიაულიაის" განაცხადში არ იმყოფებოდა თამაზ ჩარგეიშვილი. "შიაულიაი" 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.113291