“როლან გაროსის” მოქმედმა ჩემპიონმა მარია შარაპოვამ საფრანგეთის ღია პირველობის 1/32 ფინალში თანამემამულე ვიტალია დიაჩენკო 6:3, 6:1 დაამარცხა. მატჩი საათსა და 21 წუთს გაგრძელდა. შარაპოვამ 5 ბრეიკი შეასრულა და 4 ეისი ჩააწოდა, დიაჩენკომ მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა და ორი ეისი ჩააწოდა.
მარიამ ამ გამარჯვებით ტურნირის 1/16 ფინალში გააღწია, სადაც ავსტრალიელ სამანტა სტოსურს შეხვდება, რომელიც ტურნირზე 26-ე ნომრადაა განთესილი. ურთიერთშეხვედრებში მარია სტოსურს 14:2 ამარცხებს.
შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვას “როლან გაროსის” ტურნირი ორჯერ აქვს მოგებული (2012 და 2014 წლებში).
შარაპოვა დიაჩენკოს მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები: