მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ვთბ-ლიგის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, თუმცა, ქართველ კალათბურთელს “ნიჟნი ნოვგოროდთან” ნახევარფინალური სერიის თამაშებში მონაწილეობა არ მიუღია.
მოსკოვში მოპოვებული 2 გამარჯვების კვალად, “არმიელები” ნოვგოროდს ესტუმრნენ და მასპინძლებს იქაც იოლად აჯობეს – 92:80. ცსკა-ს რიგებში 16 ქულით და 8 მოხსნით ანდრეი ვორონცევიჩი გამოირჩა, ალეკსანდრ კაუნმა 15 ქულა ჩააგდო, ნანდო დე კოლომ კი – 14.
ფინალში მოსკოველთა მეტოქე “ლოკომოტივის” და “ხიმკის” დაპირისპირებაში ირკვევა, რომელსაც ყუბანელები 2:1-ს იგებენ.