პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში 3 ქართველი ჩოგბურთელი – ალექსანდრე მეტრეველი, გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ითამაშებს.
მე-7 ნომრად განთესილმა მეტრეველმა მექსიკელი ჯეფ გერერო 6:1, 6:3 დაამარცხა და შემდეგ წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ლენერტ ვან დერ ლინდენს (ჰოლანდია) გაეჯიბრება.
ბელგიელ სტიინ მეულემანსთან მოსინჯავს ძალებს მე-8 რეიტინგის მქონე ცივაძე, რომელმაც ყატარელ მუბარაკ შანან ზაიდს აჯობა – 6:2, 6:2.
რაც შეეხება ჯავახიშვილს, მან კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – სომეხ მიკაელ ხაჩატრიანს 6:3, 3:6, 6:0 სძლია და მე-2 ნომრად მიჩნეულ რუს ვიკტორ ბალუდასთან ჭიდილი ელის.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა ალექსანდრე ბაკშის 6:4, 6:2 მოუგო, ხოლო კვალიფიკაციიდან გამოსული შოთა მეფარიძე პოლონელ კაროლ დრჟევიეჩკისთან 4:6, 5:7 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირის მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილი ბაკში და ჯავახიშვილი და მეტრეველი ბაკშის და ნიკა დოლიძეს გაეჯიბრებიან, ხოლო მეფარიძე და ხსენებული მეულემანსი ჯერ კიდევ პირველი წრის მატჩს ჩაატარებენ ცივაძის და ამერიკელი გურევიჩის წინააღმდეგ.