საფრანგეთის ღია პირველობის ცხრაგზის ტრიუმფატორი რაფა ნადალი წლევანდელი “როლან გაროსის” მეორე წრეში კორტის მასპინძლის კენტენ ალისის 6:3, 6:3, 6:4 ძლევის შემდეგ გავიდა. მატჩი ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე ჩატარდა.
შეხვედრის მსვლელობისას რაფამ 7 ბრეიკი განახორციელა და არცერთი ეისი შეუსრულებია. ამასთან, ალისის ანგარიშზე 5 ეისია. ფრანგულ-ესპანურმა დაპირისპირებამ საათსა და 50 წუთს გასტანა.