იტალიაში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთა რაოდენობა იზრდება. სოსო მაჭავარიანის თაობაზე ჩვენი ვებგვერდის მკითხველები ინფორმირებულები არიან, გუშინ კი ლევან ბაბილოძემ აპენინელთა 17 წლამდე ჩემპიონატის სერია A-ს წარმომადგენელ “კაზალე მონფერატოსთან” გააფორმა კონტრაქტი.
ლევან ბაბილოძე 1998 წლის 24 ივლისსაა დაბადებული. იგი ჩვენი ქვეყნის 16 და 18 წლამდე ნაკრებების წევრია. იტალიაში თამაში “ტიგულიოს” აკადემიაში დაიწყო სადაც გასული წლის დეკემბერში მოხვდა. ლევანმა ამ აკადემიის სახელით წარმომადგენლობით ტურნირში, Armani Jeans-ის შეჯიბრებაზე იასპარეზა და სწორედ იქ გამოსვლისას მიიქცია “კაზალე მონფერატოს” ყურადღება. კაზალელთა 17 წლამდელ გუნდთან ერთად ბაბილოძემ ცნობილ ტურნირ Jit lissone internacionalle torneo-ში მიიღო მონაწილეობა. ლევანმა გუნდის ხელმძღვანელებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კლუბმაც ქართველთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. ვუსურვოთ ლევანს შემდგომი წარმატებები.