“პორტუს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, “რაიო ვალეკანოს” აწ უკვე ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ბუენომ “პორტუსთან” ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ესპანელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევრო იქნება. პორტუგალიელებმა ფეხბურთელი ხელში უსასყიდლოდ ჩაიგდეს.
გასულ სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა პრიმერა დივიზიონში 36 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბუენოს სატრანსფერო ღირებულებამ კი 3.5-დან 6 მილიონ ევრომდე აიწია.