საფრანგეთის ღია პირველობის 2013 წლის ფინალისტმა დავიდ ფერერმა “როლან გაროსის” წლევანდელი გათამაშების პირველ წრეში სლოვაკ ლუკაშ ლაცკოს 6:1, 6:3, 6:1 მოუგო და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში გრუნტისსაფარიან კორტზე 300-ე გამარჯვება მოიპოვა. მოქმედ ჩოგბურთელთაგან ამ მაჩვენებლით მხოლოდ თანამემამულე რაფა ნადალს ჩამორჩება.
რეიტინგსიის მერვე ნომერმა ფერერმა 33 წლის სლოვაკის დამარცხებას საათი და 23 წუთი მოანდომა. დავიდის ანგარიშზე 7 ბრეიკი და 8 ეისია. ფერერისა და ლაცკოს ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 4:0 გახდა.
ამასობაში, დავიდ ფერერმა და მისმა შეყვარებულმა მარტა ტორნელმა საჯაროდ გამოაცხადეს, რომ 28 ნოემბერს დაქორწინდებიან.