ფეხბურთი

11:17 | 26.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” პრეზიდენტი: “თუ ოტამენდის წასვლა უნდა, ამის შესახებ თავად თქვას”

ესპანური “ვალენსიას” პრეზიდენტმა ამადეო სალვომ გუნდის არგენტინელი მცველის, ნიკოლას ოტამენდის აგენტის განცხადებას უპასუხა, რომელიც ირწმუნება, რომ მის კლიენტს კლუბიდან წასვლა უნდა.

შეგახსენებთ, აგენტმა ეუხენიო ლოპესმა თქვა - “ოტამენდი ყველაფერს გააკეთებს, რათა “ვალენსიადან” წავიდეს”.

“ვალენსია” არ რეაგირებს არც ჭორზე და არც აგენტების განცხადებებსა თუ კომენტარებზე. თუ ოტამენდის “ვალენსიადან” წასვლა უნდა, დაე ამის შესახებ პირადად განაცხადოს და არა აგენტის მეშვეობით”, - გადმოგვცემს სალვოს სიტყვებს Marca.

კლუბის პრეზიდენტმა არგენტინელის წასვლის პირობებიც დააზუსტა: “ოტამენდის ფასი მინიმუმ 50 მილიონი ევროა. ჩვენ ჯერ არანაირი წინადადება არ მოგვიღია. შესაძლოა, განცხადებების შემდეგ წინადადებები მივიღოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - გაამზადეთ მინიმუმ 50 მილიონი ევრო. ყველა პასუხისმგებელია იმ კონტრაქტის შესრულებაზე, რაზეც ხელი მოაწერა”.

კონტრაქტში კი, ოტამენდის გამოსასყიდ თანხად სწორედ 50 მილიონი ევროა მითითებული. მან ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 35 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

0.147284