ფეხბურთი

22:30 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “რეალმა” ანჩელოტი დაითხოვა

მადრიდის “რეალმა” იტალიელი სპეციალისტი კარლო ანჩელოტი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინათ დასრულებულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.

“მინდა გაცნობოთ, რომ დირექტორთა საბჭომ კარლო ანჩელოტის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. ახალ მწვრთნელს მომდევნო კვირაში შევარჩევთ. კარგი იქნება, თუ მას ესპანური ენა ეცოდინება.” – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდული კლუბი რაფაელ ბენიტესის კანდიდატურას განიხილავს.

რაც შეეხება ანჩელოტის მომავალს – როგორც ცნობილია, “მილანის” გენერალური დირექტორი ადრიანო გალიანი უკვე მადრიდში იმყოფება და 55 წლის სპეციალისტის “როსონერიში” დაბრუნებაზე დაყოლიებას ცდილობს. თუმცა, თავად ანჩელოტიმ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ “რეალის” დატოვების შემთხვევაში, ერთწლიან პაუზას აიღებდა.

0.120725