ფეხბურთი

19:18 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერინი და პორტუგალიური მომავალი

იტალიური "ჯენოას" იმედისმომცემი მეკარე მატია პერინი შესაძლოა ზაფხულიდან პორტუგალიური "პორტუს" რიგებში ჩაირიცხოს. ამის შესახებ ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა "ა ბოლა" იუწყება. ლუზიტანელი ჟურნალისტების მტკიცებით, იტალიის ნაკრების კიპერს "დრაკონებთან" ერთ ნაბიჯი აშორებს.

თავის მხრივ კიპერის გასხვისება არც გენუელთა პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ გამორიცხა:

"მატია შესანიშნავი მეკარეა და იმედია, რომ მომავალ სეზონშიც ჩვენთან ითამაშებს, მაგრამ თუ შემოთავაზებები გვექნება, ყველას განვიხილავთ", - თქვა პრეციოზიმ.

თავის მომავალზე კითხვის ნიშნებს პასუხი ვერც თავად პერინმა გასცა:

"ჩემი მომავალი? - კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ჯერ პოზიტიური სიგნალი არ ყოფილა. იმედი მაქვს, რომ სხვა თანაგუნდელებთან ერთად გენუაში დავრჩები", - უთხრა "სქაი სპორტს" პერინმა.

22 წლის მატია პერინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მეკარედ მიიჩნევა. მიმდინარე სეზონში მან იტალიის სერია A-ში 32 თამაში ჩაატარა.

0.118928