ლონდონის "არსენალი" ზაფხულში გაძლიერებას ეშურება. "მეთოფეები" მზად არიან ტურინის "იუვენტუსის" ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადონ. ამის შესახებ გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერს. იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, არაა გამორიცხული ვიდალმა "იუვე" კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ მართლაც დატოვოს.
მას შემდეგ, რაც ტურინელებმა პაულო დიბალა გაიფორმეს, ედინსონ კავანის ყიდვას აქტიურად ცდილობენ. თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ტურინული გრანდი კავანის ყიდვის შემთხვევაში ძირითადი შემადგენლობის რომელიმე წევრს შეელევა.
არტურო ვიდალი "იუვენტუსში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობს. მაშინ "ბიანკონერიმ" გერმანულ "ლევერკუზენს" 10 მილიონი ევრო გადაუხადა. ვიდალი უკვე 4 წელია ტურინელთა გამორჩეული ფეხბურთელი გახლავთ.