ფეხბურთი

16:52 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინა" ჯილარდინოს გამოისყიდის

ფლორენციის "ფიორენტინა" ჩინური "გუანჯოუდან" 32 წლის იტალიელ ფორვარდ ალბერტო ჯილარდინოს გამოისყიდის. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ვეტერანი თავდამსხმელი ფლორენციელთა სრულუფლებიანი წევრი უკვე მეორედ 2017 წლამდე გახდება.

ჯილარდინო ფლორენციულ გუნდში ზათარში იჯარით ჩაირიცხა და სერია A-ში ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლის გატანა შეძლო. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მანამდე "არტემიო ფრანკიზე" 2008-2012 წლებში თამაშობდა და იტალიის ჩემპიონატში 97 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113819