ფეხბურთი

19:35 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ტონი ახალგაზრდობას აგრძელებს
"ფიორენტინამ" ევროპის ლიგაზე გასვლა შეძლო

იტალიის სერია A-ს ბოლოსწინა, XXXVII ტურის მეორე სათამაშო დღის შემდეგ ევროპის ლიგაზე გამსვლელი კიდევ ერთი გუნდის ვინაობა გაირკვა. ბომბარდირთა დავას კი ახალი ლიდერი ჰყავს, ვეტერანი ლუკა ტონის სახით.

ფლორენციის “ფიორენტინამ” სიცილიაზე “პალერმოს” 3:2 აჯობა და მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ასპარეზობა გაინაღდა. “იებს” გამარჯვება თამაშის მიწურულს ესპანელმა მცველმა მარკოს ალონსომ მოუტანა. პირინეელმა ფეხბურთელმა ალბერტო ჯილარდინოს კარგი გადაცემა ერთი შეხებით დააგვირგვინა. ვინჩენცო მონტელას გუნდმა ამ გამარჯვებით შეიძლება ითქვას სეზონის გადაარჩინა და ევროსარბიელს მიღმა არ დარჩა. “პალერმოს” რიგებში კი “რენცო ბარბერაზე” ბოლოჯერ ითამაშა არგენტინელმა პაულო დიბალამ, რომელიც ზაფხულში გუნდს დატოვებს.

სამაგიეროდ, ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი აღარ დაიტოვა გენუის “სამპდორიამ”. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი, რომელიც ერთი ხანობა სამეულთანაც ტრიალებდა, ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო უკვე მე-7 ადგილამდეა დაქვეითებული. ლიგურიელებმა ამჯერად “ემპოლის” ვერაფერი დააკლეს. მეტიც, გამარჯვებასთან უფრო ახლოს ტოსკანელები იყვნენ – პუჩიარელიმ მეორე ტაიმის დასაწყისში “ემპოლი” დააწინაურა. “სამპას” ქულა 90-ე წუთზე კამერუნელმა ლეგიონერმა, სამუელ ეტო’ომ გადაურჩინა. ახლა სამპდორიელთა მთავარი იმედი უეფაა, რომელიც მის წინ მყოფ “ჯენოას” ლიცენზიას არ აძლევს. ასეთ შემთხვევაში “სამპდორია” ევროპის ლიგაზე მაინც ითამაშებს. ემპოლელთა ქართველი ლეგიონერი ლევან მჭედლიძე ამჯერად მოედანზე არ გასულა.

უკვე გამართული დანარჩენი ოთხი მატჩი კი უმოტივაციო სტატუსს ატარებდა. ყველაზე საინტერესო და უხვგოლიან შეხვედრას პარმამ უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი გუნდი საკუთარ ქომაგებს დაემშვიდობა. პარმეზანელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა “ვერონას” კაპიტანმა ლუკა ტონიმ ორივე გოლი გაქვითა, თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა, ხოლო თავად ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. ტონიმ კარლოს ტევესსა და მაურო იკარდის ერთი ბურთით გააასწრო.

ქვედა ლიგაში დაქვეითებულ გუნდთა ჯახში ძლიერი “კალიარი” აღმოჩნდა. “ჩეზენას” კარში გადამწყვეტი გოლი თამაშის მიწურულს მარკო საუმ გაიტანა. “მარკ ანტონიო ბენტეგოდიზე” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს და შესაბამისად ქულები გაიყვეს “კიევომ” და ბერგამოს “ატალანტამ”, ხოლო უდინეშე, “სასუოლომ” ადგილობრივ “უდინეზეს” მინიმლურად, 1:0 აჯობა.

ტურში გასამართი კიდევ ორი შეხვედრაა. დღეს საღამოს “მილანი” - “ტორინოს”, ხოლო ხვალ, “ლაციო” – “რომას” დაუხვდება.

“ემპოლი” – “სამპდორია” 1:1 (0:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9.000

“ემპოლი” (4-3-1-2): ბასი; ლაურინი (მარიო რუი 75), რუგანი, ბარბა, ჰისაი; კროჩე, ვალდიფიორი, ვესინო; საპონარა (ზიელინსკი 64); მაკარონე, პუჩიარელი (ტავანო 82)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა (კორეა 75), პალომბო (დანკანი 65), ობიანგი; სორიანო; მურიელი, ჯორჯევიჩი (ეტო’ო 57)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გოლები: 1:0 პუჩიარელი (57), 1:1 ეტო’ო (90)

გაფრთხილება: ვალდიფიორი (41), მაკარონე (90), ვესინო (90) – აკქუა (45), მურიელი (47), რომანიოლი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 8 (3) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:5 გაფრთხილება: 3:3

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“ჩეზენა” – “კალიარი” 0:1 (0:0)

ჩეზენა, “დინო მანუცი”

მაყურებელი: 16.000

“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; ვოლტა, ლუკინი, კრაინჩი, რენძეტი; კაშონე, დე ფეუდისი, ტაბანელი (ზე ედუარდო 74); ბრიენცა; დალ მონტე (ჯურიჩი 62), დეფრელი (როდრიგესი 90)

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო, კაპუანო, როსეტინი, მურუ; ჟოაო პედრო (ბარელა 73), კრესიტიჯი, ეკდალი; მპოკუ (ლონგო 87); ფარიასი, კოპი (საუ 62)

მწვრთნელი: ჯანლუკა ფესტა

გოლი: 0:1 საუ (90)

გაფრთხილება: დე ფეუდისი (15), ლუკინი (39), კაშონე (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 12 (5) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:8 გაფრთხილება: 3:0

მსაჯი: ეუჯენიო აბატისტა

“კიევო” – “ატალანტა” 1:1 (0:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 8.000

“კიევო” (4-4-2): ბარდი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი (ბოტა 52); სკელოტო, რადოვანოვიჩი (კოფიე 59), კრისტიანსენი, ბირსა (პელისიერი 71); პალოსკი, მეჯორინი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; ძაპაკოსტა, ბენალუანე, მაზიელო (სტენდარდო 68), დელ გროსო; გრასი, ჩიგარინი, ბაზელი; მორალესი, ბოაჩი (როსეტი 46), გომესი (ემანუელსონი 64)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გოლი: 0:1 გომესი (48), 1:1 პალოსკი (88)

გაფრთხილება: ცეზარი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (8) – 11 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 5:5 გაფრთხილება: 1:0

მსაჯი: ჯანლუკა საკი

“პალერმო” – “ფიორენტინა” 2:3 (1:2)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 16.000

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო (ბელოტი 59), გონსალესი, ანდელკოვიჩი; ქუაისონი, რიგონი, იაიალო, დელა როკა (რისპოლი 67), ლაზაარი (დაპრელა 77); ვასკესი, დიბალა

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

“ფიორენტინა” (4-3-1-2): ნეტო; ტომოვიჩი, სავიჩი, როდრიგესი, პასკუალი (ალონსო 68); მატი ფერნანდესი, პიზარო, კურტიჩი; სალაჰი (ხოაკინი 30); ილიჩიჩი, ჯილარდინო

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (23), 1:1 იაიალო (26), 1:2 ჯილარდინო (33), რიგონი (69), 2:3 ალონსო (78)

გაფრთხილება: რიგონი (38), ქუაისონი (90) – როდრიგესი (39), პასკუალი (65), კურტიჩი (90, 90), ნეტო (90)

გაძევება: კურტიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 10 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 7:8 გაფრთხილება: 2:5 გაძევება: 0:1

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“პარმა” – “ვერონა” 2:2 (2:1)

პარმა, “ენიო ტარდინი”

მაყურებელი: 11.000

“პარმა” (4-5-1): მირანტე; კასანი, ფედალი, მენდესი, ლილა; ვარელა, მაური, ხორკერა (გალოპა 66), ნოჩერინო (გეძალი 76), გობი; პალადინო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; სალა, მორასი, მარკესი, აგოსტინი; ობადი (გრეკო 76), ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი (სავიოლა 69), ტონი, ფერნანდინიო (ლოპესი 57)

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი

გოლები: 1:0 ნოჩერინო (21), 2:0 ვარელა (36), 2:1 ტონი (42), 2:2 ტონი (80, პენ)

გაფრთხილება: ლილა (90) - ობადი (41), მორასი (51)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (7) – 12 (7) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:3 გაფრთხილება: 1:2

მსაჯი: დანიელე მინელი

“უდინეზე” – “სასუოლო” 0:1 (0:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 8.500

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი (სკუფეტი 29); ვიდმერი, დანილო, ბუბნიჩი, პირისი; კონე, ალანი, ბადუ (ბრუნო ფერნანდესი 77); გილერმე; პერიკა (დი ნატალე 46), ტერო

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ფონტანესი, კანავარო, აჩერბი, პელუზო; კრისბა (ტაიდერი 85), მანიანელი (ფლოკარი 85), ბიონდინი; ბერარდი, ძაძა, ფლორო ფლორესი (სანსონე 77)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 მანიანელი (70)

გაფრთხილება: კონე (51), გილერმე (55, 80) - ბერარდი (45)

გაძევება: გილერმე (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები:13 (3) – 11 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 11:4 გაფრთხილება: 3:1 გაძევება: 1:0

მსაჯი: როზარიო აბისო

ბომბარდირები: ლუკა ტონი (“ვერონა”) – 21 გოლი, კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 20, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 20, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 16, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 16, მანოლო გაბიადინი (“ნაპოლი”) – 15.

0.150674