ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “კიოლნის” ყოფილი მცველი კევინ ვიმერი კარიერას ლონდონის “ტოტენჰემში” გააგრძელებს. 22 წლის ფეხბურთელი “მამლების” რიგებს ოფიციალურად ივნისიდან შეუერთდება.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, ლონდონელებმა გერმანელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან, ხოლო ვიმერს ოთხწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა და მისი სატრანსფერო ღირებულება 2-დან 6 მილიონ ევრომდე გაიზარდა.