ფეხბურთი

3:26 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” “ნაპოლის” საჩემპიონთალიგო შანსები მოუსპო

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის გახსნითი შეხვედრა ტურინში შედგა, სადაც ჩემპიონმა “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ნაპოლი” გადახალისებული შემადგენლობით დაამარცხა და რაფაელ ბენიტესის გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრის ყველანაირი იმედი გადაუწურა.

მასპინძლებმა პირველი ნახევარი რობერტო პერეირას გოლით მოიგეს. 50-ე წუთზე დავიდ ლოპესმა წონასწრობა აღადგინა, ხოლო შეხვედრის ბოლოს სტურარომ და სიმონე პეპემ გადაწყვიტეს მატჩის ბედი – 3:1.

შეხვედრის დასრულებისთანავე, “იუვენტუსის” საჩემპიონო დაჯილდოება შედგა. “ბებერმა ქალბატონმა” 31-ე სკუდეტო აღმართა.

დღის მეორე მატჩი გენუაში გაიმართა. ადგილობრივმა “ჯენოამ” მილანის “ინტერი” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში აჯობა, რითაც ევროპა ლიგის საგზურისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

იუვენტუსი – ნაპოლი 3:1 (1:0)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი, ბარძალი (ბონუჩი 46), ოგბონა, ასამოა, პადოინი, მარკიზიო (პირლო 71), სტურარო, პოგბა, პერეირა (პეპე 79), კომანი, მორატა.
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

ნაპოლი (4-2-3-1):
ანდუხარი, ბრიტოსი, ალბიოლი, მაჯო, გულამი, გარგანო (ჟორჟინიო 78), დ.ლოპესი, ინსინე (ჰამშიკი 68), მერტენსი, კალეხონი, იგუაინი (გაბიადინი 46).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 1:0 პერეირა (13), 1:1 დ.ლოპესი (50), 2:1 სტურარო (77), 3:1 პეპე (93 პენ.).
გაფრთხილებები: ასამოა – გულამი
გაძევება: ბრიტოსი 92.
მსაჯი: ლუკა ბანტი

ჯენოა – ინტერი 3:2 (2:2)

გენუა, “ლუიჯი ფერარი”

ჯენოა (3-4-3): პერინი, დი მაიო, რონკალია, ბურდისო, ედენილსონი (ტამბე 93), კუჩკა, ბერტოლაჩი, რინკონი, ფალკი (იცო 83), ლესტიენი (ლაჩატი 77), პავოლეტი.
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი

ინტერი (4-3-1-2): ჰანდანოვოჩი, ჟუანი, რანოკია, დ’ამბროზიო (პუშკაში 87), ნაგატომო, ბროზოვიჩი (შაქირი 77), მედელი, კოვაჩიჩი, ერნანესი, პალასიო (ბონაცოლი 77), იკარდი.
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 იკარდი (19), 1:1 პავოლეტი (24), 1:2 პალასიო (30), 2:2 ლესტიენი (41), 3:2 კუჩკა (89).
გაფრთხილებები: კუჩკა, დი მაიო, რონკალია – ერნანესი, ბროზოვიჩი, დ’ამბროზიო, ჟუანი
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

თეგებისერია A
0.15651