დასრულდა ესპანეთის ჩემპიონატის 2014/2015 წლების სეზონი, რომელმაც “ბარსელონას” ტრიუმფით ჩაიარა. დღეს კატალონიელებმა კუთვნილი თასი ჩაიბარეს და ცოცხალი ლეგენდა ხავი ერნანდესი გააცილეს, რომელმაც ”ბარსელონას” მაისურით ბოლოჯერ ითამაშა ლა ლიგაში. კატალონიელები ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ “დეპორტივოს” მასპინძლობდნენ, სტუმართათვის წაგება მეორე დივიზიონში გავარდნას ნიშნავდა და ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მრისხანე მეტოქესთვის წინააღმდეგობა გაეწია. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები გადახალისებული შემადგებლობით თამაშობდნენ, მე-60 წუთისთვის ლიონელ მესის დუბლით იგებდნენ. სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ, ბოლომდე იბრძოლეს და ორბურთიანი სხვაობა გააბათილეს. 67-ე წუთზე ლუკას პერესმა მშვენიერი გოლი გაიტანა, ხოლო 9 წუთში დიოგო სალომაოს ჯერი დადგა – 2:2. აღსანიშნავია, ტომას ვერმაელენისა და ხორდი მასიპის დერბიუტი ლა ლიგაში.
ძალიან დაძაბული შეხვედრა შედგა “ხუეგოს მედიტერანეოსზე”, სადაც ერთმანეთს დარჩენისთვის და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ალმერია” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ. ანდალუსიელები პირველ ნახევარში ტეიესა და სორიანოს გოლებით ორჯერ იგებდნენ, თუმცა ოტამენდიმ და ფეგულიმ გათანაბრება მოახერხეს, ხოლო ლიგის საგზურის მომტანი გოლი მე-80 წუთზე პაკო ალკასერმა გაიტანა – 2:3. ორწლიანი პაუზის შემდეგ “ვალენსია” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაუბრუნდა. “ალმერია” კი ქვედა ლიგაში გავარდა.
ანდალუსიურ დერბიში იმარჯვა “ვალენსიას” მდევარმა “სევილიამ” და “ღამურებს” რომ ვერ მოეგოთ, მე-4 ადგილს “დალაქები” დაიკავებდნენ. ველიგტონის გაძევების გამო, “მალაგა” 26-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რაც შედეგში მეორე ნახევარში აისახა. სტუმრებმა ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანეს, რასაც გერამ უპაუხა დუბლით – 2:3.
უგოლო ფრე დაფიქსირდა “ლოს კარმენესზე”. აღნიშნული შედეგი “გრანადასაც” აძლევდა ხელს და “ატლეტიკოსაც”. ერთმა ლა ლიგაში დარჩენა გაინაღდა, ხოლო მეორემ მე-3 ადგილი.
“ბილბაომ” შინ “ვილიარეალი” მიიღო და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. ბასკები მე-7 პოზიციაზე დარჩნენ და ესპანეთის თასის ფინალში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, ევროპა ლიგაზე ითამაშებენ.
იმარჯვა მეორე ბასკურმა კლუბმა “ეიბარმა”, თუმცა ეს ლა ლიგაში დასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა და კონკურენტებთან ნაჩვენები ცუდი ურთიერთშეხვედრების გამო ლიგა ადელანტეში მოუწევთ დაბრუნება.
უღიმღამო გამოდგა ტურის გახსნითი შეხვედრა, რომელიც “სიუდად დე ვალენსიაზე” შედგა. “ლევანტე” და “ელჩე” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. “სოსიედადმა” გასვლაზე “რაიო ვალეკანო” დაამარცხა, ხოლო ათკაციანმა “სელტამ” შინ “ესპანიოლს” მოუგო.
სეზონის ბოლო მატჩი “სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა და ლა ლიგა 3 თვით ძალიან კარგი მატჩით დაგვემშვიდობა. შეკრებილმა პუბლიკამ მადრიდულ დერბიში 10 გატანილი გოლი იხილა. პირველ ნახევარში რონალდუს ჰეთ-თრიკს ესკუდერომ, კასტრომ და ლასენმა უპასუხეს გოლებით. მეორე ტაიმში კი “ბლანკოსმა” მეტოქე დაჩაგრა და ერნანდესმა, ხესემ, ხამესმა და მარსელომ გაუტანეს კოდინას – 7:3. აღსანიშნავია, 16 წლის მარტინ ოდეგაარდის დებიუტი “რეალის” რიგებში. ნორვეგიელმა ტალანტმა 58-ე წუთზე რონალდუ შეცვალა, რომელიც 48 გატანილი გოლით ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და მესის 5 გოლით გაუსწრო.
ლევანტე – ელჩე 0:0
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (5-3-2): მარინიო, დ.ნავარო, ვინტრა, ხუანფრანი, პ.ლოპესი (სისოკო 73), ტონიო, ხოსე მარი, მორალესი, კამარასა (რ.მარტინსი 81), კასადედუსი (რ.გარსია 64), ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი (ფრეიხანეტი 87), ლომბანი, როკო, დ.სუარესი, სისმა, მოსკერა, პასალიჩი, ა.ნიგუეზი (კორო 71), ფაჟრი (გ.როდრიგესი 83), ვ.როდრიგესი, კ.ერერა.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გაფრთხილებები: ბარალი, ტონიო – ლომბანი, დ.სუარესი, კორო
მსაჯი: მელერო ლოპესი
ა.ნუგუეზმა 68-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა
გრანადა – ატლეტიკო 0:0
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): რ.ფერანანდესი, მაინცი, ბაბინი, ნიომი, კარლოსი, რ.პერესი, იტურა, იბანესი (კანდეიასი 79), პიტი (ფ.რიკო 38), როჩინა (რიკი 88), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, სიკეირა (გამესი 91), გაბი, ტიაგო, კოკე, საული (რ.ხიმენესი 84), რ.გარსია, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ეიბარი – კორდობა 3:0 (3:0)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, რ.ნავასი, კასტელიანო, ბოვედა, ვილა, დ.გარსია, ბორხა (ერასტი 31), კაპა (ანიბარო 87), არუაბარენა, ლარა, ბერხონი (ლ.ანხელი 87).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
კორდობა (4-2-3-1): საიზარი, ბარერა, სერანო, ედიმარი, გუნინო, აბელი (ჰელდონი 61), ლუსო, ფიდელი (ს.გარსია 78), ვიკო (ბიჟიმინე 46), ბ.გარსია, ანდ ონე.
მწვრთნელი: სერხიო რომერო
გოლები: 1:0 არუაბარენა (6), 2:0 რ.ნავასი (11), 3:0 კაპა (34).
გაფრთხილებები: კაპა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
სელტა – ესპანიოლი 3:2 (1:1)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი, მალიო, კრონ-დელი (ს.გომესი 85), ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა, მინა (ბ.ფერნანდესი 46), ლარივეი (ბლანკო 22).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
ესპანიოლი (4-4-2): კასილია, ჰ.მორენო, ალვარო, არბილია, ფუენტესი, ვ.სანჩესი (სევილია 74), ვ.ალვარესი (მონტანესი 79), ხ.ლოპესი, ლუკასი, სტუანი (კაისედო 67), ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
გოლები: 0:1;1:2 სტუანი (23 პენ;48), 1:1 მალიო (38), 2:2 კაბრალი (58), 3:2 ნოლიტო (76).
გაფრთხილებები: ა.ფერნანდესი, მინა – ალვარო
გაძევება: ს.ალვარესი 20.
მსაჯი: დელ სერო გრანდე
ბილბაო – ვილიარეალი 4:0 (3:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ეჩიტა (იტურასპე 79), ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი, ირაოლა (მ.რიკო 65), აკეჩე (სუსაეტა 55), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
ვილიარეალი (4-4-2): ხ.კარლოსი, დორადო, რუისი, რუკავინა (სერანო 78), ჯოკიჩი, ტრიგეირასი, ბ.სორიანო (მარკოსი 68), ხ.კასტა (მ.გომესი 60), გასპარი, ხ.მორენო, კემპბელი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
გოლები: 1:0;4:0 ადურისი (25 პენ;60), 2:0 ირაოლა (28), 3:0 ბენიატი (36).
გაფრთხილებები: ჯოკიჩი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
რაიო ვალეკანო – სოსიედადი 2:4 (1:2)
მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ზე კასტრო (ბაპტიშტაო 76), მორსილიო, ნაჩო, ტიტო, ფატაუ (ხოზებედი 81), ტრაშორასი, აკინო (ა.მორენო 58), ბუენო, ემბარბა, მანუჩო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
სოსიედადი (4-2-3-1): რული, მ.გონსალესი, ი.მარტინესი, ზალდუა, დე ლა ბელა, ბერგარა (ელუსტონდო 61), პარდო, გრანერო (აგირეჩე 69), კანალესი, ჩ.კასტრო, ველა (კ.მარტინესი 80).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 0:1 ველა (19), 0:2 ჩ.კასტრო (21), 1:2 ბუენო (42), 2:2 მორსილიო (64), 2:3 აგირეჩე (73), 2:4 ელუსტონდო (75).
გაფრთხილებები: მორსილიო – მ.გონსალესი
მსაჯი: ფერნანდო ტეიშეირა ვიტიენესი
მალაგა – სევილია 2:3 (0:0)
მალაგა, “ლა როსალედა”
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, ბოკა, როსალესი, რესიო (ტისონე 79), კამაჩო, ამრაბატი (კასტილიეხო 79), ხუანმი (ს.სანჩეი 58), სამუელი, გერა.
მწვრთნელი: ხავი გრასია
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, არიბასი, კარისო, ტრემულინასი, კოკე, კრიშოვიაკი (მ’ბია 58), ბანეგა (ბაკა 69), რეიესი (დ.სუარესი 63), იბორა, ვიდალი, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 რეიესი (52), 0:2 ბანეგა (55), 0:3 ვიდალი (62), 1:3;2:3 გერა (67;92).
გაფრთხილებები: რესიო, ანხელერი – ვიდალი, კრიშიაკი
გაძევება: ველიგტონი 26.
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ალმერია – ვალენსია 2:3 (2:2)
ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, მ.დოს სანტოსი (ფ.სორიანო 32), დუბარბიერი, კასადო, მიჩელი, ტეიე, ვერზა, ზონგო (ჰემედი 69), ესპინოსა (ვ.სილვა 54), კორონა, ბიფოუმა.
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი
ვალენსია (4-3-3): ალვეში (იოელი 72), ოტამენდი, მუსტაფი, გაია, ბარაგანი, ფუეგო, ე.პერესი (ნეგრედო 46), პარეხო, დე პაული (პიატი 63), ფეგული, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
გოლები: 1:0 ტეიე (9), 1:1 ოტამენდი (28), 2:1 ფ.სორიანო (37), 2:2 ფეგული (45), 2:3 ალკასერი (80).
გაფრთხილებები: კასადო, ვ.სილვა – ბარაგანი, პარეხო, ფეგული, გაია, ფუეგო
გაძევება: პარეხო 89.
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბარსელონა – დეპორტივო 2:2 (1:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): მასიპი, ბარტრა (მასკერანო 70), ვერმაელენი (დუგლასი 63), ადრიანო, მატიე, ხავი (ინიესტა 86), რობერტო, რაფინია, პედრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, კანელია (მედუნჯანინი 39), ლაურე, ბორგესი, ბერგენტინოსი, ხ.დომინგესი (რიერა 62), კავალეირო, სალომაო, ლ.პერესი (ხ.როდრიგესი 86).
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 1:0;2:0 მესი (5;59), 2:1 ლ.პერესი (67), 2:2 სალომაო (76).
გაფრთხილებები: მატიე – ხ.დომინგესი, ბერგენტინოსი, მედუნჯანინი
მსაჯი: კლოს გომესი
რეალი – ხეტაფე 7:3 (3:3)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილასი, პეპე (ვარანე 40), ნაჩო, მარსელო, არბელოა (კარვახალი 46), ილარამენდი, ხამესი, კროოსი, ხესე, რონალდუ (ოდეგაარდი 58), ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ხეტაფე(4-2-3-1): კოდინა, ალექსისი, ნალდო, ესკუდერო, ვიგარაი, ხ.როდრიგესი (ფელიპი 72), ლასენი, დ.კასტრო (დიავარა 79), ლეონი (ი.ლოპესი 84), სარაბია, ჰინესტროზა.
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო
გოლები: 1:0;2:2;3:2 რონალდუ (13;32;34 პენ.), 1:1 ესკუდერო (22), 1:2 დ.კასტრო (26), 3:3 ლასენი (42), 4:3 ერნანდესი (47), 5:3 ხამესი (51), 6:3 ხესე (71), 7:3 მარსელო (90).
გაფრთხილებები: ხესე, მარსელო – ვიგარაი, ალექსისი, ლასენი
მსაჯი: ხოსე ტეიშეირა ვიტიენესი