ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ თავის თანაგუნდელ პოლ პოგბას შესახებ ისაუბრა.
“პოლს საოცარი მომავალი ელის. ის გასაოცარი ფეხბურთელია. პოგბა ის ახალგაზრდა მოთამაშეა, ვისაც თუ სურვილი ექნება, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი გახდება”- ლორენტეს სიტყვებს Marca ციტირებს.
პოლ პოგბა “იუვენტუსში” 2012 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადავიდა. 22 წლის ფრანგს ტურინელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.