ფეხბურთი

12:14 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფა “დნიპროს” ერთი მატჩით დასჯის

დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” მომდევნო სეზონში ევროტურნირზე ერთი საშინაო მატჩის ჩატარება უგულშემატკივროდ მოუწევს.

როგორც უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა იგორ კოჩეტოვმა ტელეკომპანია “ფუტბოლ 1”-თან საუბრისას განაცხადა, ამის მიზეზი “დნიპროს” გულშემატკივრების საქციელია.

“ნაპოლისთან” ევროპის ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის შემდეგ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გულშემატკივრები შეიჭრნენ.

ჯერჯერობით უეფას “დნიპროს” დასჯის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია.

კოჩეტოვი ირწმუნება, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდის მხარდამჭერები სასჯელის მოხდის შემდეგ კვლავ ცუდად მოიქცევიან, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია კლუბს უფრო მკაცრად დასჯის.

ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალში ჯაბა კანკავას გუნდი 27 მაისს ვარშავაში “სევილიას” დაუპირისპირდება.

0.148033