ფეხბურთი

10:40 | 23.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურინში სკუდეტოს ჩაიბარებენ

იტალიის სერია A-ს დასრულებამდე ორი ტური დარჩა. ჩემპიონი უკვე გარკვეულია. სერია B-ში დაქვეითებული სამივე გუნდის ვინაობაც ცნობილია. ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე და საერთოდ, ვინ შეაღწევს ჩემპიონთა ლიგის ზონაში. ამ მხრივ 37-ე ტური ბევრ რამეს გადაწყვეტს – მეორე ადგილის მთავარი მაძიებლები, “რომა” და “ლაციო” ერთმანეთს ხვდებიან, თუმცა ეს მატჩი ორშაბათს, 25 მაისსა ჩანიშნული და ამ თამაშის წინასამატჩოს “მსოფლიო სპორტი” სწორედ ამ დღეს შემოგთავაზებთ.

“იუვენტუსი” – “ნაპოლი”

თარიღი: 23 მაისი, 20:00 საათი

ადგილი: ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

XXXVII ტური სტარტს ტურინში აიღებს. “იუვენტუსმა” საოცარი სეზონი ჩაატარა და 20 წლის შემდეგ დუბლი შეასრულა (ჰეთ-თრიქის შანსიც აქვს). “იუვემ” სკუდეტოს იტალიის თასიც დაურთო და ახლა მთლიანად ჩემპიონთა ლიგის ფინალზეა გადართული. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს მასიმილიანო ალეგრი წამყვანი მოთამაშეების უმეტესობას დასვენებას უპირებს. ერთიც – “იუვენტუს სთედიუმზე” ამ მატჩის შემდეგ “იუვე” 31-ე სკუდეტოს ოფიციალურად ჩაიბარებს. “ნაპოლისთვის” კი მეტად მნიშვნელოვანი თამაშია. რაფა ბენიტესის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი შენარჩუნებული აქვს, თუმცა ამისათვის ტურინში მოგება სჭირდება. რამდენად გამოუვა “ნაპოლის” უმოტივაციო “ბებერ ქალბატონთან” წარმატებული თამაში ამას საღამოს გავიგებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; პადოინი, მარონე, ოგბონა, დე ჩელიე; პერეირა, მარკიზიო, სტურარო; პეპე, მორატა, კომანი

“ნაპოლი” (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ინლერი, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, მერტენსი; იგუაინი

მსაჯი: ბანტი

“ჯენოა” – “ინტერი”

თარიღი: 23 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: გენუა, “მარასი”

დღის მეორე მატჩიც საკმაო ინტერესს იწვევს. “ჯენოა” ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ “როსობლუმ” უეფას ლიცენზია ვერ აიღო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა უწყებამ მათი განცხადება გადაწყვეტილების გადახედვის თაობაზე უარყო. გენუელთა პრეზიდენტი ენრიკო პრეციოზი აცხადებს, რომ უეფას ლიცენზირების ვერმოპოვებას მნიშვნელობა არ აქვს, მისი გუნდი სატურნირო ცხრილის მიხედვით ევროსაგზურის მოპოვებას მაინც ეცდება. “ინტერს” კი იმავე ევროპის ლიგაზე მოხვედრის თეორიული შანსიღა შერჩა. “ნერაძურიმ” იმედის გასამყარებლად “სტადიო მარასიზე” აუცილებლად უნდა მოიგოს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ედენილსონი; იაგო ფალკე, პავოლეტი, ლესტიენი

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო; ბროჟოვიჩი, მედელი, კოვაჩიჩი; ერნანესი; იკარდი, პალასიო

მსაჯი: ტალიავენტო

“ემპოლი” – “სამპდორია”

თარიღი: 24 მაისი, 12:30 წუთი

ადგილი: ემპოლი, “კარლო კასტელანი”

კვირის სათამაშო დღე “კარლო კასტელანიზე” დაიწყება. “ემპოლი”, რომელმაც წინასასეზონო ამოცანა წარმატებით გადაჭრა, ვეროსარბიელზე მოსახვედრად მებრძოლ “სამპდორიას” დაუხდვება. ამ თამაშს ლიგურიელთათვის მეტი დატვირთვა აქვს და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს ბოლო ტურებში დაკარგული ქულების ანაზღაურება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი სეზონი ევროზონაში მოტრიალე “სამპა” ევროტურნირებს მიღმა აღმოჩნდება. მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე სავარაუდო შემადგენლობაში კვლავ არ ფიგურირებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ემპოლი” (4-3-1-2): ბასი; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, ტავანო

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა, პალომბო, ობიანგი; სორიანო; მურიელი, ეტო’ო

მსაჯი: კალვარეზე

“ჩეზენა” – “კალიარი”

თარიღი: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

ჩეზენაში ერთმანეთს უკვე ოფიციალურად გავარდნილი ადგილობრივი გუნდი და “კალიარი” შეხვდებიან. ემილია-რომანიელებმა ქვედა ლიგის საგზური ორი, ხოლო სარდინილებმა წინა ტურში გაიფორმეს. ახლა კი მხოლოდ კარის გაჯახუნებასღა თუ ეცდებიან. სხვა მხრივ, ორივე გუნდისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელი გამოდგა. განსაკუთრებით ეს “კალიარიზე” ითქმის, რომელიც 11 წლის შემდეგ ელიტარულ დივიზიონს ემშვიდობება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; ტაბანელი, დე ფეუდისი, კაშონე; ბრიენცა; დეფრელი, როდრიგესი

“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; ბალცანო, დიაკიტე, როსეტინი, მურუ; დონსა, კრესეტიჯი, ეკდალი; ჟოაო პედრო; ფარიასი, კოპი

მსაჯი: აბატისტა

“კიევო” – “ატალანტა”

თარიღი: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით კიდევ ერთ უმოტივაციო მატჩს “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” უმასპინძლებს. ვერონას “კიევო” და ბერგამოს “ატალანტა” გაისადაც სერია ა-ში ითამაშებენ. ბერგამოელებმა ამოცანას თავი წარმატებით ერთი კვირის გაართვეს, “მფრინავ ვირებს” კი ელიტის საგზური კარგა ხანია დაბევებული აქვთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ბირაგი; იცკო, კრისტიანსენი, რადოვანოვიჩი, სკელოტო; მეჯორინი, პალოსკი

“ატალანტა” (4-2-3-1): სპორტიელო; ბელინი, მაზიელო, ბიავა, დრამე; ბაზელი, ჩიგარინი; ძაპაკოსტა, მორალესი, გომესი; ბიანკი

მსაჯი: საკი

“პალერმო” – “ფიორენტინა”

თარიღი: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

კუნძულ სიცილიაზე “პალერმო” ფლორენციის “ფიორენტინას” უმასპინძლებს და ეცდება მეტოქეს ევროპის ლიგაზე გასვლის ამოცანა გაურთულოს. სხვა მიზანი კუნძულელებს არ უნდა ამოძრავებდეთ, რადგან კლასიფიკაციის შუაში უმოტივაციოდ არიან გაჩხერილნი. “ფიორენტინას” კი სეზონის გადარჩენა მართებს და ამისათვის ევროპის ლიგაზე გასვლა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში “იების” თავკაცის, ვინჩენცო მონტელას სკამი ერთობ შეირყევა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პალერმო” (3-4-1-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; რისპოლი, რიგონი, იაიალო, ლაზაარი; ვასკესი; ბელოტი, დიბალა

“ფიორენტინა” (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, სავიჩი, პასკუალი; მატი ფერნანდესი, ბადეი, ბორხა ვალერო; სალაჰი, ჯილარდინო, ილიჩიჩი

მსაჯი: ჯაკომელი

“პარმა” – “ვერონა”

თარიღი: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: პარმა, “ენიო ტარდინი”

“ენიო ტარდინიზე” “პარმა” სერია ა-ს გამოემშვიდობება. პარმეზანელები საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ 3 ქულის მოპოვებას და მათ გახარებას ეცდებიან. ამის გაკეთება რობერტო დონადონის გუნდს “ჰელას ვერონასთან” მატჩში მოუწევს, რომელსაც კარგა ხანია თავი ქუდში აქვს. სტუმართა ვეტერანი ფორვარდი ლუკა ტონი კი მოტივაციის ნაკლებობას არ უჩივის – ტონი ბომბარდირობისთვის იბრძვის და ლიდერ კარლოს ტევესს ერთი გოლით ჩამორჩება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, მენდესი, ფედალი, გობი; მაური, ხორკერა, ნოჩერინო; ვარელა, პალადინო, გეძალი

“ვერონა” (4-3-3): რაფაელი; სალა, მარკესი, მორასი, პიზანო; ობადი, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, ტონი, ფერნანდინიო

მსაჯი: მინელი

“უდინეზე” – “სასუოლო”

თარიღი: 24 მაისი, 17:00 საათი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

უდინეში, “უდინეზე” “სასუოლოს” მიიღებს. მასპინძლებმა მაღალი დონის სეზონი ვერ ჩაატარეს, თუმცა ადგილის შენარჩუნება ადვილად მოახერხეს. და მაინც, გულშემატკივარი ამ გუნდისგან იმაზე უკეთ თამაშსაა დაჩვეული, ვიდრე ეს წლეულს ვნახეთ. სამაგიეროდ, ზედიზედ მეორე სეზონია წარმატებით ასპარეზობს “სასუოლო”. “ნეროვერდის” განსაკუთრებით კარგი შემტევი ხაზი ჰყავს, რაც არაერთ მატჩში დადასტურდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, ბუბნიჩი, პირისი; ალანი, პინცი, ბადუ; გილერმე; დი ნატალე, ტერო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ფონტანეზი, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, ტაიდერი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

მსაჯი: აბისო

“მილანი” – “ტორინო”

თარიღი: 24 მაისი, 22:45 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

კვირის სათამაშო დღე “სან სიროზე” გასამართი მატჩით დასრულდება. “მილანი” – “ტორინოს” დაუხვდება. ორივე გუნდი მოტივაციის ნაკლებობას უჩივის. “როსონერიმ” სეზონი მთლიანად ჩააგდო და ზაფხულში შემადგენლობის გადახედვა აუცილებელი იქნება. “ტორინომ” კი პირიქით – ტიფოზები კიდევ ერთხელ გააოცა ლამაზი და საინტერესო ფეხბურთის თამაშით, რაც დიდწილად გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯამპიერო ვენტურას დამსახურებაა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, ალექსი, პალეტა, ბოკეტი; პოლი, დე იონგი, ვან გინკელი; ჰონდა, დესტრო, ელ შაარავი

“ტორინო” (3-5-2): პადელი; იანსონი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ელ კადური; დარმიანი; მარტინესი, მაქსი ლოპესი

მსაჯი: ვალერი

შენიშვნა: “ლაციო” – “რომას” წინასამატჩოს ორშაბათს შემოგთავაზებთ.

თეგებისერია A
0.140159