“კრისტალ პალასმა” არგენტინელ მეკარეს ხულიან სპერონის კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და სამხრეთამერიკელი გოლკიპერი გუნდს მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.
სპერონი უკვე მე-11 წელია რაც “არწივების” ღირსებას იცავს. არგენტინელი ლონდონურ კლუბს 2004 წელს “დანდიდან” შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით 386 მატჩში მიიღო მონაწილეობა.