ფეხბურთი

14:13 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ლიბერტადორესზე მასპინძლები დომინირებენ (+VIDEO)

კოპა ლიბერტადორესის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ოთხივე მატჩში თითო-თითო გოლი გავიდა. 22 მაისს გამთენიისას “რივერ პლეიტმა” შინ “კრუზეირო” მიიღო და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი 81-ე წუთზე მარკინიოსმა გაიტანა. არგენტინულ – ბრაზილიური კლუბების დაპირისპირება ერთადერთ მატჩი გახლდათ, სადაც სტუმარმა იმარჯვა. დანარჩენ სამ შეხვედრაში მასპინძლებმა მოიგეს.

არგენტინში გამართულ მატჩამდე თბილისის დროით შუაღამეს 02:45 საათზე პარაგვაიში “გუარანიმ” “რასინგი” მიიღო და 1:0 დაამარცხა. არგენტინელები 41-ე წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ, საბოლოოდ კი მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ჟულიან ბენიტესმა გოლის გატანა შეძლო და პარაგვაელებს მატჩი მოაგებინა.

21 მაისს “სანტა ფემ” “ინტერნასიონალი” მიიღო და ამ მატჩში მასპინძლებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს. ამჯერად გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე გავიდა, თავი მცველმა დაირონ მოსკუერამ გამოიჩინა.

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 20 მაისს ეკვადორში შედგა. მილაგროს “ემელეკმა” “ესტადიო ლოს ჩირიხოსზე” მექსიკური “ტიგრესი” მიიღო. ალეხანდრო ბოლანიოსმა ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრა მექსიკაში 27 მაისს გაიმართება, “ტიგრესი”-“ემელეკს” შორის გამარჯვებულის მეტოქე კი 28 მაისს “ინტერნასიონალსა” და “სანტა ფეს” შორის ბრაზილიაში გაირკვევა.

28 მაისს “კრუზეირო” შინ “რივერს” მიიღებს, ხოლო 29 მაისს “რასინგი” – “გუარინს”. ამ წყვილების გამარჯვებულებით კი ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილი შედგება.

0.130102