ფეხბურთი

19:20 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" ზრახვანი - ფალკაო და მანჯუკიჩი

ფრანგული "მონაკო" მადრიდის "ატლეტიკოს" ხორვატი ფორვარდის მარიო მანჯუკიჩის მიმართ იჩენს ინტერესს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, მონეგასკები "ბაიერნის" ყოფილ ფორვარდში 25 მილიონი ევროს გადახდას ყაბულს არიან.

თავის მხრივ, ფრანგი ჟურნალისტები მეორე ვარიანტსაც ასახელებენ - მათი ნარკვევით, "მონაკო" მადრიდულ გუნდს კოლუმბიელ ფორვარდ რადამელ ფალკაოს დაუთმობს, რომელმაც მიმდინარე სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედში" იჯარით დაჰყო, თუმცა "ოლდ ტრაფორდზე" თავის დიდად გამოჩენა ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ 29 წლის სამხრეთამერიკელი საფრანგეთში გადაბარგებამდე, 2011-2013 წლებში სწორედ "ვისენტე კალდერონზე" ასპარეზობდა და ლა ლიგაში 67 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა.

0.138713