გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარმა "ლევერკუზენმა" 48 წლის მთავარ მწვრთნელ როჯერ შმიდტს კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ "ფარმაცევტთა" ვებგვერდი იუწყება. გერმანელ სპეციალისტს გუნდთან ხელშეკრულება 2016 წელს ეწურებოდა.
შმიდტმა "ბაიერი" მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გაიყვანა, სადაც მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დამარცხდა. ბუნდესლიგაში კი "ლევერკუზენი" ჩემპიონატის დამთავრებამდე ერთი ტურით ადრე 61 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლა გარანტირებული აქვს.