ბრაზილიის სერია A-ს ბინადარ "გრემიოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი საკუთარი სურვილით ცნობილმა სპეციალისტმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ დატოვა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო მიიღო.
"გრემიოს" ბრაზილიის ჩემპიონატში, რომელიც ახალი დაწყებულია, 2 ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს, მანამდე კი სკოლარის ყოფილმა კლუბმა წარუმატებლად საკუთარი შტატის ჩემპიონატში ითამაშა.
სკოლარი "გრემიოს" გასული ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა, მას შემდეგ რაც ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.