ფეხბურთი

19:27 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მილანი” იმობილეს იტალიაში დაბრუნებას გეგმავს

იტალიური “მილანი” “დორტმუნდის” 25 წლის თავდამსხმელის, ჩირო იმობილეს ხელში ჩაგდებას შეეცდება. ამ ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

იმობილე, გასულ სეზონში “ტორინოში” გაბრწყინების შემდეგ, “დორტმუნდში” გადავიდა, მაგრამ იტალიელმა გერმანიაში იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა და კლუბის ხელმძღვანელობა მის ტრანსფერს არ გამორიცხავს.

იმობილეს ერთ-ერთი მსურველი “მილანია”, რომელსაც, მომდევნო სეზონისთვის, შეტევის ხაზის გაძლიერება დაჭირდება. საქმე ისაა, რომ “როსონერის” ჯამპაოლო პაცინი თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, ხოლო მატია დესტრო “რომაში” დაბრუნდება, რადგან “მილანი” მის 16 მილიონად გამოსყიდვას არ აპირებს.

მილანელთა მიზანი იმობილე-ჩერჩის დუეტის აღდგენაა. ამ ორმა ფეხბურთელმა, სერია A-ს გასულ გათამაშებაში, “ტორინოს” მაისურით, 35 გოლი გაიტანა.

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ბორუსიას”, იმობილეს გაყიდვას, მისი ერთი წლით განათხოვრება ურჩევნია.

0.063395