ფეხბურთი

15:35 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოვერმარსმა “მანჩესტერს” იმედი გაუცრუა

“სილესენი არ იყიდება, არც 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ.” – ასეთი სახის კომენტარი გააკეთა ამსტერდამის “აიაქსის” დირექტორმა მარკ ოვერმარსმა De Telegraaf-თან.

ბოლო დროს დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალთან” აკავშირებენ, შესაბამისად ინგლისური მედია ჰოლანდიელ მეკარეს “მანჩესტერში” ესპანელის შემცვლელად მოიაზრებს. გავრცელებული ცნობით, “წითელი ეშმაკები მზად არიან ფეხბურთელში 25 მილიონი ევრო გადაიხადონ.

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მეკარეს ამსტერდამულ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. სილესენს ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ლუის ვან გაალის მწვრთნელობის დროს, 2013 წლის 7 ივნისს, ინდონეზიის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

0.116813