ფეხბურთი

14:20 | 20.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ლილის” და ჟირარის გზები ზაფხულში გაიყრება

“ლილის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფრანგი სპეციალისტი რენე ჟირარი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის 61 წლის სპეციალისტს. კლუბი ახალი თავკაცის ვინაობას საზოგადოებას 30 მაისს ამცნობს.

ჟირარი “ლილიში” 2013 წლის ზაფხულში მივიდა. რენეს დადებითი ბალანსი აქვს. მისმა გაწვრთნილმა ლიგა 1-ის გუნდმა 94 მატჩი ჩაატარა, 41 მოიგო, 24 ფრედ დაასრულა, ხოლო 29 მატჩში დამარცხდა. “ლილმა” 115 გოლი გაიტანა და საპირისპიროდ 101 გაუშვა. ჟირარს ბოლო მატჩი საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ელის, მისი გუნდი სტუმრად აწ უკვე ლიგა 2-ში დაქვეითებულ “მეცს” დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123819