ფეხბურთი

22:18 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ლიგა დამთავრდა: მეორეადგილოსნები “ბორჯომი” და “ლოკომოტივი” ერთმანეთს 23 მაისს შეხვდებიან

სამშაბათს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა. ორივე ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა კარგა ხანია უკვე ცნობილი იყო: “საბურთალო” და “საპოვნელა”. მეორე ადგილებზე კი “ბორჯომი” და “ლოკომოტივი” გავიდნენ. ისინი 23 მაისს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მინდორზე ერთმატჩიან პლეი ოფში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მათში გამარჯვებული კი 27-ში, ამავე სტადიონზე უმაღლესი ლიგის მე-14 გუნდს შეხვდება.

“ბორჯომს” ადრევე ჰქონდა მეორე ადგილი დაბევებული. “ლოკომოტივმა” კი ბოლო ტურში მოიპოვა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა რკინიგზელებმა აუტსაიდერ “ადელს” რვა უპასუხო ბურთი გაუტანეს, საიდანაც ოთხი ჯგუფის მთავარმეგოლემ, 20 წლის მამია გავაშელიშვილმა გაიტანა და ჯამში, 35 მატჩში 44 გოლი მოუგროვდა, რაც, დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი შედეგია.

“სტუ-ნორჩი დინამო”, “ადელი” და “სქური” კი გაისად მეორე ლიგაში ითამაშებენ.

ა ჯგუფი

19 მაისი. 36-ე ტური:ჩხერიმელა – ჭიათურა 1:2, ლაზიკა – სასკო 3:1, საბურთალო – სტუ ნორჩი დინამო 2:0, სამგურალი – მაჭახელა 1:0, ლოკომოტივი – ადელი 8:0

ბ ჯგუფი

19 მაისი. 36-ე ტური: ბორჯომი – მეშახტე 0:3, ბეთლემი – მერცხალი 0:1, გაგრა – კოლხეთი 2:1, სქური – ალგეთი 1:0

0.118687