ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი თავისი ყოფილი თანაგუნდელის, ტიერი ანრის მიერ 12 წლის წინათ დამყარებულ რეკორდს ვერ გაიმეორებს.
ტიერი ანრიმ, პრემიერლიგის 2002/2003 წლების გათამაშებაში, “არსენალის” მაისურით, 20 საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც ამ ტურნირის რეკორდია. ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, ფაბრეგასის ანგარიშზე 18 შედეგიანი პასია. პრემიერლიგის ბოლო ტურში მისი “ჩელსი” “სანდერლენდს” მასპინძლობს და 2 საგოლე გადაცემის გაკეთების შემთხვევაში, ის ლეგენდარული ფრანგის მიღწევას გაიმეორებდა. თუმცა, გუშინ გამართულ შეხვედრაში, ფაბრეგასმა წითელი ბარათი მიიღო და ის “სანდერლენდის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.