ფეხბურთი

17:18 | 19.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი” “იუვენტუსთან” თამაშის გადატანას ითხოვს

იტალიური “ნაპოლი” სერია A-ს მომდევნო ტურში “იუვენტუსთან” გასამართი მატჩის ერთი დღით გადატანას ითხოვს.

ხვალ, 20 მაისს, იტალიის თასის ფინალში, ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ლაციო” დაუპირისპირდებიან. სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩები 24 მაისს იყო ჩანიშნული. იმის გამო, რომ “იუვენტუსისთვის” ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებს აზრი აღარ აქვს, ხოლო “ლაციო” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ხელმძღვანელობამ “ბიანკოჩელესტისთვის” დასვენების გახანგრძლივება გადაწყვიტა და “რომასთან” გასამართი დაპირისპირება 25 მაისისთვის გადადო.

რომაული დერბის გადადებამ ერთი პრობლემა წარმოქმნა. საქმე ისაა, რომ “რომა” და “ლაციო” ჩემპიონთა ლიგის ორ საგზურს “ნაპოლის” ეცილებიან, ნეაპოლელები კი, რომაულ დერბამდე, “იუვენტუსს” ეწვევიან. თუ “ნაპოლიმ” ვერ მოიგო, “ლაციო” და “რომა” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ქულების გაყოფის შემთხვევაშიც გაინაღდებენ. ნეაპოლელთა პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის აზრით, ასეთი კალენდარი რომაულ გუნდებს უპირატესობას აძლევს და მან თავისი გუნდის თამაშის ასევე 25 მაისისთვის გადატანა მოითხოვა. ამ საკითხზე ფედერაციის პასუხი, ჯერჯერობით, უცნობია.

0.117783