ფეხბურთი

22:03 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოსწინა ტურმა ვერაფერი გადაწყვიტა

კვირას გამართულმა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლოსწინა, 29-ე ტურმა სატურნირო თვალსაზრისით ბევრი ვერაფერი გაარკვია. ცხრილის ზედა ნაწილში მხოლოდ ვერცხლ-ბრინჯაოს ამბავია დასადგენი, სადაც ბათუმელ დინამოელებს თბილისელ თანაკლუბელებთან მცირე უპირატესობა გააჩნიათ. ახლა ორივე გუნდს თანაბარი ქულები აქვს და თუ ბოლო ტურში ორივემ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე ზღვისპირელები გავლენ, რადგან ურთიერთშეხვედრებში დედაქალაქელებს სჯობნიან (1:0 სტუმრად, 0:0 შინ). თბილისელ დინამოელებს “გურიასთან” ფრე მწვრთნელის მოხსნად დაუჯდათ. “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად კლუბის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ახალ დამრიგებლად 49 წლის გია გეგუჩაძე დაამტკიცა.

აუტსაიდერებში კი მთავარი ბოლო ტური იქნება, რომელიც გაარკვევს, ვინ გავარდება “ზესტაფონთან” ერთად და ვინ მოხვდება გადათამაშებაში.

პრეტენდენტი სამია – “მეტალურგი,” “ვიტ ჯორჯია” და “სიონი.” ვეტერინარებმა და ბოლნისელებმა კვირას უმნიშვნელოვანესი მატჩები მოიგეს, რუსთაველებიკი “ცხინვალთან” 2:7 დამარცხდნენ და ახლა გადათამაშებაში მათ სასწაული თუ მოახვედრებს. თუმცა, მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მადლობა მარტო იმიტომ უნდა ვუთხრათ, რომ საერთოდ ახერხებენ ჩემპიონატში მონაწილეობას.

მოგეხსენებათ, სფფ-ის დებულების თანახმად, უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი (“ზესტაფონი” და კიდევ ერთი) ვარდება და მათ ადგილს პირველი ლიგის ორივე ჯგუფის გამარჯვებულები (უკვე ცნობილია: თბილისის “საბურთალო” და თერჯოლის “საპოვნელა”) დაიკავებენ. უმაღლესში მე-14 ადგილზე გასული გუნდი კი პლეი ოფში პირველი ლიგის მეორეადგილოსნებს შორის გამარჯვებულს შეხვდება (“ბორჯომმა” უკვე გაინაღდა მეორე ადგილი, სავარაუდოდ მას დედაქალაქის “ლოკომოტივი” დაუპირისპირდება, რომელიც ასევე მეორე საფეხურზე დგას და ბოლო ტურში აუტსაიდერ “ადელს” მასპინძლობს.)

ტურის გმირი კი ცხინვალელთა შემტევი, 21 წლის ნიკა კაჭარავა გახდა, რომელმაც რუსთაველებს სამი გოლი გაუტანა. ეს მისი პირველი ჰეთ თრიქი გახლავთ წლევანდელ სეზონში. მანამდე მან ორჯერ დუბლი მიითვალა (“ჩიხურასთან” და “გურიასთან”). ნიკას გარდა წლევანდელ ჩემპიონატში ჰეთ თრიქი თბილისის დინამოელებს: გიორგი პაპუნაშვილსა და გიორგი ჩირგაძეს, ასევე გორელ ნიკა კვეკვესკირს შეუსრულებიათ.

29-ე ტური. 17 მაისი. კვირა

გურია (ლანჩხუთი) – დინამო (თბილისი) 2:2 (1:1)

0:1 ვახტანგ ჭანტურიშვილი (2), 1:1 გიორგი მჭედლიშვილი (10), 1:2 გიორგი პაპუნაშვილი (81, პენ), 2:2 ალექსანდრე კოშკაძე (88)

მერანი (მარტვილი) – დილა (გორი) 1:1 (1:0)

1:0 დათა ციცხვაია (34), 1:1 რომან ახალკაცი (68)

ჩიხურა (საჩხერე) – სამტრედია 2:1 (0:0)

0:1 შარიქაძე (74), 1:1 კორიფაძე (77), კუჭუხიძე (87)

ცხინვალიმეტალურგი (რუსთავი) 7:2 (1:0)

1:0 გიორგი ივანიშვილი (1), 1:1 ლევან ბერუაშვილი (50), 1:2 გიორგი ზვიადაძე (58), 2:2 ნიკა კაჭარავა (62), 3:2 ლაშა შინდაგორიძე (63), 4:2 გიორგი ცერცვაძე (72), 5:2 ლაშა ქოჩლაძე (74), 6:2, 7:2 ნიკა კაჭარავა (79, 90)

ტორპედო (ქუთაისი) – შუქურა (ქობულეთი) 0:2 (0:0)

0:1 კუხიანიძე (60), 0:2 გურული (65),

ვიტჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 1:0 (0:0)

1:0 კახა კახაბრიშვილი (68)

ზუგდიდისიონი (ბოლნისი) 1:3 (1:0)

1:0 კუკავა (41), 1:1 უგულავა (49), 1:2 ლუისი (68), 1:3 ჭანკოტაძე (71)

დინამო (ბათუმი) – ზესტაფონი

(ბათუმის დინამოს ტექნიკური 3:0)

ბოლო, 30-ე ტური. 22 მაისი: დინამო (თბ) – ჩიხურა, დილა – ვიტ ჯორჯია, სამტრედია – მერანი, მეტალურგი – ტორპედო, კოლხეთი – ცხინვალი, სიონი – გურია, შუქურა – დინამო (ბთ)

1. დილა 29 18 7 4 47:21 61
2. დინამო ბთ. 29 17 4 8 37:23 55
3. დინამო თბ. 29 16 7 6 53:28 55
4. ცხინვალი 29 16 4 9 46:36 52
5. ჩიხურა 29 13 7 9 39:33 46
6. სამტრედია 29 12 6 11 36:29 42
7. შუქურა 29 11 8 10 35:35 41
8. ტორპედო 29 10 10 9 38:32 40
9. გურია 29 10 9 10 36:40 39
10. კოლხეთი 29 9 9 11 30:30 36
11. მერანი 29 9 9 11 27:29 36
12. ზუგდიდი 29 7 9 13 21:45 30
13. ბოლნისი 29 8 5 16 29:44 29
14. ვიტ ჯორჯია 29 7 5 17 27:37 26
15. ზესტაფონი 29 6 8 15 40:58 26
16. მეტალურგი 29 6 7 16 24:45 25

მეგოლეები:

14 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

13 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

11 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია)

9 – ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზსაბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე (დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.109944