ფეხბურთი

20:43 | 18.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარმიანი სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს

იტალიის ნაკრებისა და “ტორინოს” მცველი მატეო დარმიანი კარგ სეზონს ატარებს და ევროპული გუნდების ინტერესის ქვეშაა მოქცეული. 25 წლის ფეხბურთელმა იტალიურ მედიასთან საკუთარ მომავალზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, იგი ჯერ ახალ გუნდზე არ ფიქრობს და ყველაფერს სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს.

“ჯერ მინდა, რომ სეზონი დასრულდეს. წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის და სეზონი მაღალ დონეზე უნდა დავასრულოთ. ამის შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელებთან ჩემს მომავალზე მშვიდად დავილაპარაკებ”, - განაცხადა დარმიანიმ.

მატეო დარმიანის სახელს ისეთ კლუბებსაც უკავშირებენ, როგორების კატალონიის “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნია”. დარმიანიმ მიმდინარე სეზონში სერია A-ში 31 ჩატარებულ შეხვედრაში 2 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111773