ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და ოფიციალურად 1 ივლისიდან “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი მემფის დეპაი ერედივიზიონის 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 21 წლის ფეხბურთელმა პსვ-ს შემადგენლობაში ჩატარებულ 30 მატჩში მეტოქეთა კარში 22 გოლი გაიტანა და თანაგუნდელ ლუკ დე იონგს 2 გოლით გაუსწრო.
“წითელმა ეშმაკებმა” ჰოლანდიელის სანაცვლოდ 25 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და მომდევნო სეზონში დეპაის პრემიერლიგაში ვიხილავთ. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა საკლუბო ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. განური ფესვების მქონე მოთამაშის სატრანსფერო ღირებულებამ კი 12-დან 20 მილიონ ევრომდე აიწია.