ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ მადრიდის “რეალის” გაწვრთნაზე უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. მოურინიო “რეალს” 2010-2013 წლებში წვრთნიდა და გუნდთან ერთად 3 ტიტული მოიგო.
ჯერჯერობით გარუკვეველია “რეალის” მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ბედი, რომელმაც წლევანდელ სეზონში ვერცერთი ტიტული მოიპოვა. თავად ანჩელოტის გუნდში დარჩენა სურს.
გავრცელებული ინფორმაციით, “სამეფო კლუბის” მომავალ მთავარ მწვრთნელებად იურგენ კლობი, ზინედინ ზიდანი და რაფაელ ბენიტესი მოიაზრებიან.