ლისაბონის “ბენფიკა” პორტუგალიის ეროვნული ჩემპიონატის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. ჟორჟე ჟესუსის შეგირდებმა პრიმეირა ლიგის ბოლოსწინა ტურში “გიმარაეშთან” სტუმრად შეხვედრა ფრედ 0:0 დაასრულეს და 34-ე ჩემპიონობა ნაადრევად იზეიმეს.
ლისაბონელთა უშუალო კონკურენტმა “პორტუმ” ასევე სტუმრად “ბელენენსეში” ვერ დაამარცხა (1:1), შესაბამისად “არწივებს” “დრაკონებთან” ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდათ და პირველ ადგილზე გავიდნენ.
“ბენფიკა” პორტუგალიის ჩემპიონი 34-ჯერ გახდა და “პორტუს” 7 მოგებით უსწრებს, ამავდროულად, 31 წლის შემდეგ ლისაბონელებმა პირველად შეძლეს ზედიზედ მეორედ მოეგოთ პორტუგალიის ჩემპიონატი.