ფეხბურთი

22:09 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიონი თითქმის სამშვიდობოსაა

ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში ბოლნისელებს ქულაც ჰყოფნით და უმაღლეს ლიგაში ადგილს, ყოველგვარი აღელვების გარეშე შეინარჩუნებენ. თუ მოხდა ისე, რომ თბილისის „ვიტ ჯორჯიამ“ მომდევნო შეხვედრა გორში მოიგო და „სიონმა“კი წააგო, ამ შემთხვევაში ქულები თანაბარი იქნება და უკეთესი მაჩვენებლით „ვიტ ჯორჯია“ საპლეიოფო ადგილს ბოლნისს გაუცვლის.

თუმცა, ამ მარათონში რუსთაველთა საბოლოოდ გამორიცხვაც არ შეიძლება, ვინაიდან ელიტაში ადგილის შენარჩუნება მათაც შეუძლიათ პლე იოფის გზით, თუ ბოლო ტურში „ტორპედოს” დაამარცხებენ და ვეტერინარები თამაშს გორში დათმობენ. მოკლედ ასეთია ქვედა საფეხურზე ბოლო ტურისთვის არსებული ვითარება.

მართალია, ცხრილის ფსკერზე საბოლოო შედეგებს ბოლო ტური გაარკვევს, მაგრამ ბოლნისელთა ბოლო ორ ტურში მიღწეული წარმატების შედეგად, თამამდ შეიძლება იმის თქმა, რომ მათ პროგრამა მაქსიმუმი ფაქტიურად დაძლიეს და თითქმის ეჭვგარეშეა, ისინი მიღწეულ შედეგს აღარ გაანიავებენ.

არადა, პირველი ტაიმი ქვემოქართლელებს, დღევანდელ შეხვედრაში კარგს არაფერს უქადდა – თუ არ ჩავთვლით ორადორ ეპიზოდს, სტუმრებს ზუგდიდელთა კარისკენ პირველ ნახევარში არც დაურტყამთ. საწყის წუთებში ჭიკაიძე დაემუქრა მასპინძელთა კარს და ააცილა, ხოლო შემდეგ ჭანკოტაძის დარტყმული გამოდგა არაზუსტი.

პირველ ტაიმში მასპინძლები აშკარად სჯობდნენ მეტოქეს და მათ ტაიმის მიწურულს გოლიც გაიტანეს, თუმცა მანამდეც ზუგდიდელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ. ეხვაიამ გამოზომილი პასით წურწუმია კარგ პოზიციაზე გაიყვანა და მისი დარტყმული ბურთი, ხარიხას სანტიმეტრებში ასცდა. იმავე წურწუმიამ ცოტა ხანში, სახიფათოდ გაისროლა მერლანის კარისკენ და ამჯერადაც ააცილა.

35–ე წუთზე ქირიამ მოსინჯა მერლანის კარი და მანაც მცირედით ააცილა. 37–ე წუთზე კი ლევან წურწუმიამ, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მარცხენა ფლანგიდან, მწვავე შეტევა განახორციელა, როცა გზად სამი მეურვე ჩამოიტოვა და საოცარი დრიბლინგის შემდეგ, შოთა ლომიას მისამართით, მეტოქის საჯარიმოში ზუსტი გადაცემა გააკეთა, ლომიამ კი ძლიერად პირდაპირ კარში დაარტყა და მერლანმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

მასპინძელთა მორიგი იერიშისას ლომიამ, უკვე ფარჯიკიას ზუსტად გადაუმისამართა ბურთი და ამ უკნასკნლემაც, ზედ მეტოქის საჯარიმო ხაზიდან ძლიერად დაჰკრა და სტუმრები გოლისგან ხარიხამ იხსნა. ტაიმის მიწურულს კი ბოლნისელთა კარის დარჯმა, მირზა მერლანმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ამოტანისას ბურთს ფეხი ააცილა, რითაც ლაშა კუკავამ ისარგებლა ჩინებულად და ანგარიშიც გახსნა. გუნდები კი შესვენებაზე ამ შედეგით გავიდნენ – 1:0.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტაიმში ბოლნისელებმა შეტევის ხაზი გააძლიერეს და შეცვლაზე უგულავას უხმეს. ცვლილებაც ზუსტი გამოდგა და 49–ე წუთზე უგულავამ ანგარიში გაათანაბრა. ამან კი სტუმრებს მოტივაცია დაუბრუნა და მათ უფრო ფხიანად შეუტიეს მეტოქის კარს. განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლნისელთა ლეგიონერი, ლუისი, რომელმაც ლომის წვლილი დაიდო მათ გამარჯვებაში. სტუმართა ფეხბურთელებიც ხშირ შემთხვევაში, ძალიან აქტიური უცხოელის მისამართით გზავნიდნენ ბურთს,.

68–ე წუთზე ლუისმა, დასწრებაზე კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა –1:2. შეხვედრის საბოლოო წერტილი კი სამ წუთში, ჭანკოტაძემ დასვა, როცა მან სტანდარტულიდან ივარდავას აუღებელი დაურტყა და საკუთარი გუნდის საუმაღლესო განაცხადშიც თავისი სიტყვა სთქვა.

ზუგდიდი – სიონი 1:3

ზუგდიდი, „ბაიას“ ბაზა, 17 მაისი, 600 მაყურებელი.

გოლებ: 1:0 კუკავა (41), 1:1 უგულავა (49), 1:2 ლუისი (68), 1:3 ჭანკოტაძე (71)

ზუგდიდი: ივარდავა, აკობია, რიგვავა (ბულია 76), მაჩაიძე, ქირია, ფარჯიკია (კობერიძე 80) წურწუმია, ლომია, ენდელაძე, კუკავა (თუთბერიძე 76), ეხვაია

მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

სიონი: მერლანი, გურეშიძე, გოგობერიშვილი, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე, ცხადაია, მიქაბერიძე (მოსემღვდლიშვილი 80), ჭანკოტაძე, სიჭინავა (საჯაია 74), ჭიკაიძე (უგულავა 46), ლუის ალბერტო

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გაფრთხილება: მიქაბერიძე (11), ეხვაია (48), ენდელაძე (70), ცხადაია (79)

მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

1. დილა 29 18 7 4 47:21 61
2. დინამო ბთ. 29 17 4 8 37:23 55
3. დინამო თბ. 29 16 7 6 53:28 55
4. ცხინვალი 29 16 4 9 46:36 52
5. ჩიხურა 29 13 7 9 39:33 46
6. სამტრედია 29 12 6 11 36:29 42
7. შუქურა 29 11 8 10 35:35 41
8. ტორპედო 29 10 10 9 38:32 40
9. გურია 29 10 9 10 36:40 39
10. კოლხეთი 29 9 9 11 30:30 36
11. მერანი 29 9 9 11 27:29 36
12. ზუგდიდი 29 7 9 13 21:45 30
13. ბოლნისი 29 8 5 16 29:44 29
14. ვიტ ჯორჯია 29 7 5 17 27:37 26
15. ზესტაფონი 29 6 8 15 40:58 26
16. მეტალურგი 29 6 7 16 24:45 25

0.195513