ჩოგბურთი

21:24 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის მორიგი ტრიუმფი

27 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის Internazionali BNL d'Italia-ის ფინალში 33 წლის შვეიცარიელ როჯერ ფედერერს 6:4, 6:3 მოუგო, შარშან იტალიის დედაქალაქში მოპოვებული საჩემპიონო წოდება შეინარჩუნა და მიჯრით 22-ე მატჩში გამარჯვებით სეზონის მეხუთე ტიტულიც მოიპოვა. “ნოლემ” წლეულს საწყის 4 “მასტერზ1000”-ზე გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა.

რეიტინგსიის ამჟამინდელმა ლიდერმა საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში 53-ე შეჯიბრება მოიგო (მეოთხედ იმარჯვა რომში), ხოლო “მასტერზ1000”-ის სერიის ტურნირებზე 24-ედ მიაღწია საბოლოო წარმატებას. ამ მხრივ ჯოკოვიჩმა ფედერერს გაასწრო და მხოლოდ რაფა ნადალს ჩამორჩება. მალიორკელს “მასტერზ1000”-ის 27 საჩემპიონო ტიტული აქვს.

ჯოკოვიჩისა და ფედერერის დღევანდელი ფინალური ორთაბრძოლა მხოლოდ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 2 ბრეიკი, 5 ეისი განახორციელა და საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში როჯერთან დაპირისპირებისას ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა - 19:20. რომის “მასტერზ1000”-ზე გამარჯვების წყალობით ჯოკოვიჩმა 1000 სარეიტინგო ქულა და 628100 ევრო დაიმსახურა.

0.120558