ჩოგბურთი

12:57 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა პირველი წრე დასძლია

პანტიანში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი წვიმიანობის გამო ძალიან გაიწელა, ამდენად, ჯერჯერობით, მხოლოდ მერვედფინალისტებია გარკვეული.

პირველ რაუნდში 4 ქართველი ჩოგბურთელიდან საწყისი რაუნდის დაძლევა მხოლოდ ერთმა მოახერხა. გიორგი ჯავახიშვილმა მე-8 რეიტინგის მქონე ილია ლებედევი 6:3, 6:1 დაამარცხა და ახლა, რუსეთის კიდევ ერთ წარმომადგენელ დიმიტრი ვორონინს გაეჯიბრება.

ირაკლი მეტრეველმა მე-2 ნომრით მოთამაშე ბრაზილიელ პედრო საკამოტოსთან 1:6, 2:6 წააგო, გიორგი ცივაძე მონაკოელ ბენჟამინ ბალერეს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 2:6, ხოლო გუგა ცივაძე – რუს ალექსანდერ ბობორიკინს – 3:6, 0:6.

0.120407