ბუნდესლიგის 33-ე ტურში “ვოლფსბურგმა” შინ “დორტმუნდი” 2:1 დაამარცხა, მატჩის პირველ წუთზე კი “ვოლფსბურგის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა თანაგუნდელ კალუჯირის საგოლე გადაცემა მიაწოდა. ბელგიელს სეზონში 21-ე საგოლე პასი დაუგროვდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.
აქამდე ბუნდესლიგის რეკორდად 2008-09 წლების სეზონში, ზვეზდან მისიმოვიჩის 20 საგოლე გადაცემა ითვლებოდა.