იტალიის სერია A-ს XXXVI ტურმა სტარტი ცენტრალური და გამორჩეული მატჩით აიღო. მილანში, "დიდი იტალიური დერბი" გაიმართა. დღის მეორე მატჩში კი გენუის "სამპდორიამ" რომის "ლაციოს" უმასპინძლა.
"ინტერს" "იუვენტუსისგან" განსხვავებით მოსაგები მატჩი ჰქონდა, თუმცა როებრტო მანჩინის შეგირდებმა ვერ ივარგეს და ვეროპის ლიგაზე გასვლის საკითხი კიდევ უფრო გაირთულეს. იმისდა მიუხედავად, რომ მასიმილიანო ალეგრიმ მთელი რიგი წამყვანი მოთამაშეების დასვენება გადაწყვიტა სამი ქულა მაინც "იუვემ" მოიპოვა. არადა, თამაშის დასაწყისი ისეთი გამოდგა მასპინძლები უკეთესს, რომ ვერ ინატრებდნენ. ჯერ მაურო იკარდის შორეული დარტყმა მარკო სტორარიმ კუთხურზე მოიეგრია, ხოლო ცოტა ხანში იმავე ფეხბურთელების დუელი უკვე არგენტინელი ფორვარდის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, ამ შემთხვევაში გოლი უფრო მეტად ხორვატი ნახევარმცევლის ბროჟოვიჩის დამსახურება გახლდათ, რომლის შორეული დარტყმული სამხრეთამერიკელს მოხვდა და "ბებერი ქალაბტონის" კიპერისთვის აუღებელი აღმოჩნდა. ტურინელებმა ტაიმის მიწურულს გაათანაბრეს - ნემანია ვიდიჩმა ალესანდრო მატრი საკუთარ საჯარიმოში საპენალტედ წააქცია, ხოლო უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში კლაუდიო მარკიზიომ მოიყვანა - 1:1, ტაიმიც ასე დასრულდა.
მეორე ტაიმში "ინტერი" მოგებას შეეცადა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. გოლის გატანასთან ახლოს იყო დანილო დამბროზიო, რომელიც მატია კოვაჩიჩის ლამაზ გადაცემას ლამაზადვე აგვიგრვინებდა, მაგრამ ოდნავ სიზუსტე დააკლდა. 83-ე წუთზე კი "იუვენტუსს" ალვარო მოარტამ მოაგებინა. ესპანელმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და გაიტანა. აქვე აღსანიშნავია "ინტერნაციონალეს" მეკარის, სამირ ჰანდანოვიჩის არცთუ დამაჯერებელი მოქმედება. "ნერაძურის" გათანაბრება მალევე შეეძლო. მომდევნო იერიშის დროს ფანტასტიურად გაისარჯა ჯიჯი ბუფონის დუბლიორი მარკო სტორარი, რომელმაც ერთ ეპიზოდში ჯერ როდრიგო პალასიოს აუღო რთული ბურთი, დამატებაზე კი იკარდის დარტყმულსაც გაუმკლავდა. საბოლოოდ, "დიდი იტალიური დერბი" იუვენტუსმა" 2:1 მოიგო.
36-ე ტურის კიდევ ერთ საინტერესო მატჩში, გენუაში, "სამპდორიამ" რომის "ლაციო" მიიღო. ორივე გუნდისთვის თამაშს დიდი დატვირთვა ჰქონდა. მასპინძლები ევროპის ლიგაზე გსასავლელად იბრძვიან, სტუმრები კი სამეულში მოსახვედრად. "მარასიზე" გამართული შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა. არგენტინელი კრისიტან ლედესმას კუთხურის შემდეგ მისივე თანამემამულე სანტიაგო ჯენტილეტი სიტუაციაში ყველაზე ადრე გაერკვა და თავის გუნდს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა მოუტანა. ახლა სეტაფნო პიოლის გუნდმა თანაქალაქელ "რომას" ორი ქულით გადასწრო და მეორე ადგილზე აღზევდა. სინიშა მიხაილოვიჩის "სამპა" კი 54 ქულით ევროპის ლიგის ზონაში ადგილს ჯერჯერობით ისევ ინარჩუნებს.
"ინტერი" - "იუვენტუსი" 1:2 (1:1)
მილანი, "სან სირო"
მაყურებელი: 70.000
"ინტერი" (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დამბროზიო, რანოკია (გნუკური 89), ვიდიჩი, ჟუან ჟესუსი; ბროჟოვიჩი (პოდოლსკი 82), მედელი, კოვაჩიჩი; შაქირი (ნაგატომო 71); იკარდი, პალასიო
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
"იუვენტუსი" (4-3-1-2): სტორარი; ლიხშტაინერი (ოგბონა 56), ბარძალი, ბონუჩი, პადოინი; რომულო, მარკიზიო, სტურარო; პერეირა (პოგბა 78); მატრი (ლორენტე 66), მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 იკარდი (9), 1:1 მარკიზიო (42, პენ), 1:2 მორატა (83)
გაფრთხილება: რანოკია (33), ბროჟოვიჩი (35), ვიდიჩი (42), კოვაჩიჩი (58), ჟუან ჟესუსი (67) - მორატა (52), ლიხშტაინერი (54)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (8) - 14 (4) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 9:3 გაფრთხილება: 5:2
მსაჯი: დანიელე დოვერი
"სამპდორია" - "ლაციო" 0:1 (0:0)
გენუა, "მარასი"
მაყურებელი: 23.000
"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა (რიცო 62), პალომბო (ოკაკა 81), ობიანგი; სორიანო; მურიელი, ეტოო (ბერგესიო 62)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
"ლაციო" (4-2-3-1): ბერიშა; ბასტა, სიანი, ჯენტილეტი (დე ვრეი 76), რადუ; პაროლო, ლედესმა; კანდრევა (მაური 84), ანდერსონი, ლულიჩი; კლოზე (ჯორჯევიჩი 70)
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
გოლი: 0:1 ჯენტილეტი (54)
გაფრთხილება: პალომბო (16), სილვესტრე (40)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 7 (1) - 12 (2) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 5:6 გაფრთხილება: 2:0
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი ("იუვენტუსი") - 20 გოლი, ლუკა ტონი ("ვერონა") - 19, მაურო იკარდი ("ინტერი") - 19, გონსალო იგუაინი ("ნაპოლი") - 16, ჟერემი მენეზი ("მილანი") - 16.