ფეხბურთი

22:03 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჩიბერაძის დუბლი ელიტ-რაუნდში

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში უკრაინის ნაკრებმა 4:2 დაამარცხა პოლონეთი. უკრაინელთა შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძემ სრულად ითამაშა და დუბლი შეასრულა. მან მე-16 და 66-ე წუთებზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა გოლები. 31-ე წუთზე მსაჯმა ვაჩიბერაძე გააფრთხილა.

2 ტურის შემდეგ ჯგუფს 6 ქულით მონტენეგრო ლიდერობს, უკრაინის ნაკრები 4 ქულით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილს კი 1 ქულით ბოსნია იკავებს. პოლონეთს ჯერ ქულა არ მოუპოვებია. დასკვნითი ტური 19 მაისს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას პირველ ადგილზე გასული გუნდი მოიპოვებს, ამ გუნდის ვინაობა კი უკრაინისა და მონტენეგროს მატჩში გაირკვევა.

0.114943