ჩოგბურთი

20:51 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლე” პირველი ფინალისტია (+VIDEO)

რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის Internazionali BNL d'Itala-ის პირველი ფინალისტია. ნახევარფინალში 27 წლის ბელგრადელმა ვეტერან ესპანელ დავიდ ფერერს 6:4, 6:4 მოუგო. გადამწყვეტ მატჩში ჯოკოვიჩი შვეიცარიელების, როჯერ ფედერერისა და სტენ ვავრინკას შეხვედრაში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სერბულ-ესპანურმა დაპირისპირებამ საათნახევარს გასტანა. ჯოკოვიჩმა 2 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა და ფერერთან პირადი შეხვედრების ბალანსი 15:5 გახადა.

შეგახსენებთ, ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის “მასტერზ1000”-ის მოქმედი ჩემპიონია (შარშანდელ ფინალში რაფა ნადალს მოუგო), სულ კი მეექვსედ გავიდა იტალიის დედაქალაქის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11205