ფეხბურთი

20:25 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოჩიგავა მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკრაინელთა განაცხადში ვერ მოხვდა

მარიუპოლის “ილიჩევეცის” მცველი ზურაბ ოჩიგავა ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის უკრაინის 20 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდა.

19 წლის ოჩიგავა გაფართოებულ განაცხადში იყო და გუნდთან ერთად შეკრებას გადიოდა, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ პეტრაკოვმა მსოფლიოს პირველობისთვის საბოლოო სიაში არ შეიყვანა.

წარმოშობით ქართველი ოჩიგავა უკრაინაშია დაბადებულ-გაზრდილი და ამ ქვეყნის მოქალაქეა. ის “ილიჩევეცის” პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში დააწინაურეს და უკრაინის პრემიერლიგაში 6 მატჩი ჩაატარა.

0.116262