სენეგალის ეროვნული ნაკრების და “საუთჰემპტონის” შემტევმა სეიდუ მანემ “ასტონ ვილას” წინააღმდეგ პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში სამი გოლი 2 წუთსა და 56 წამში გაიტანა და ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ჰეთრიკის ავტორი შეიქმნა.
აქამდე რეკორდი ინგლისის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ რობი ფაულერს ეკუთვნოდა. “ლივერპულის” მოთამაშემ ლონდონის “არსენალს” სამი გოლი 4 წუთსა და 33 წამში გაუტანა.