კალათბურთი

1:16 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის ცსკა ფინალს მიღმა დარჩა

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მოიაზრებოდა, მე-3 ადგილისთვისღა თუ იბრძოლებს. მადრიდში დაწყებული “ოთხთა ფინალის” საწყის მატჩში მოსკოველები პირეოსის “ოლიმპიაკოსს” გაეჯიბრნენ და 68:70 დამარცხდნენ.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე მხოლოდ 03:49 წუთი გამოჩნდა და აქტივში 1 ჩაჭრა ჰქონდა, პასივში კი – 2 პერსონალური ფოლი. რუსული გრანდის მხრიდან საუკეთესო ფრანგი ნანდო დე კოლო იყო 18 ქულით, ბერძნებს კი უბერებელმა ვასილის სპანულისმა ულიდერა, რომელმაც საჭირო დროს სამქულიანები ჩააგდო და თავი 13 ქულას მოუყარა.

მე-3 ადგილისთვის მატჩში ცსკა სტამბულის “ფენერბაჰჩეს” შეერკინება, ტიტულისთვის კი “ოლიმპიაკოსი” და მინი-ტურნირის მასპინძელი “რეალი” იბრძოლებენ. მადრიდელებმა თურქული კლუბი 96:87 დაამარცხეს. გადამწყვეტი მატჩები 17 მაისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123863