ფეხბურთი

23:17 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეინა შესაძლოა “ნაპოლიში” დაბრუნდეს

მიუნხენის “ბაიერნის” მეორე მეკარე პეპე რეინა შესაძლოა “ნაპოლიში” დაბრუნდეს. აღნიშნულ ცნობას ცნობილი პორტალი Football Italia ავრცელებს.

“ნაპოლის” მეკარეები რაფაელ კაბრალი და მარიანო ანდუხარი დიდი დამაჯერებლობით ვერ გამოირჩევიან, რამაც რაფაელ ბენიტესი ახალი მეკარის შეძენაზე დააფიქრა. რეინა და ბენიტესი ჯერ კიდევ “ლივერპულში” მუშაობდნენ ერთად და გამორიცხული არაა, რომ დუეტი კვლავ ერთ კლუბში ვიხილოთ.

“ბაიერნში” გადასვლის შემდგომ რეინას მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოუწია და “ნაპოლის” ვარიანტი მისთვისაც შესანიშნავი იქნება. 32 წლის მეკარეს მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტი 2017-წლამდე აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ რეინა ნეაპოლური კლუბის ღირსებას 2013/2014 წლების სეზონში იცავდა და მის რიგებში 41 შეხვედრა ჩაატარა.

თეგებიპეპე რეინა
0.118035