ფეხბურთი

19:51 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რამოსმა სეზონი დაასრულა

მადრიდის "რეალის" მცველ სერხიო რამოსისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.

"მორალეხას" კლინიკაში სერხიო რამოსს გამოკვლევა ჩაუტარდა. პირველადი შემოწმების შემდეგ მისი კონდიციები დაბალ დონეზეა", - წერს მადრიდული გუნდის ვებგვერდი.

სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონის ბოლო ორი მატჩი გაუცდება. სწორედ ამდენი ტურია დარჩენილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122845