ფეხბურთი

14:32 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეინსს 3 თვე გაუცდება

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლივერპულის “ევერტონის” მცველმა ლეიტონ ბეინსმა კოჭის ოპერაცია გაიკეთა და სამი თვის განმავლობაში თამაშს ვერ შეძლებს.

30 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში დარჩენილ ორ მატჩს “ვესტ ჰემის” და “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამოტოვებს, ამავდროულად ბეინსი ივნისის თვეში ინგლისის ნაკრებს ირლანდიასთან ამხანაგურ მატჩში, ხოლო სლოვენიასთან ევროშესარჩევის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში ინგლისელმა საკლუბო დონეზე 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.145118