ფეხბურთი

14:22 | 15.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსას” გამარჯვებით “არსენალი” იხეირებს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული გახდება, ესპანურ გრანდს ლონდონის “არსენალისთვის” 3 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

“ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ინგლისური კლუბიდან ტომას ვერმალენი გადაიბირა. ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერში ესპანელებმა 15 მილიონი გირვანქა გადაიხადეს და კლუბებს შორის შეთანხმებაში ზემოთხსენებული პუნქტიც დევს.

მიუხედავად იმისა, რომ 29 წლის მცველს “ბარსელონას” მაისურით ტრავმის გამო ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია, კატალონიელები ლონდონელებს 3 მილიონს მაინც გადაუხდიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130036